სარეგისტრაციო ფორმა

2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით ვიზიტორების ზრდის მთავარი კონტრიბუტორები

 

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2016 წლის ცხრა თვის ჯამური მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 4,879,031 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.6%-ით მეტია. მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 150 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 477,662-ს შეადგენს. აქედან ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება  7 ქვეყნიდან, ჯამში  394,925 (მთლიანი ზრდის  83%).

ქვეყანა

2016: 9 თვე

ზრდა

2016: 9 თვე

წილი მთლიან ზდაში (%)

აზერბაიჯანი

116,398 24%

ირანი

100,581

21%

რუსეთი

97,239

20%

ისრაელი

26,577

6%

უკრაინა 26,123

6%

ინდოეთი

17,492

4%

ყაზახეთი

10,515

2%

სხვა 82,737

17%

 

2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით კი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 115 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 95,782-ს შეადგენს. აქედან ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებლით 7 ქვეყანა გამოირჩევა და ჯამში  ამ ქვეყნებიდან ზრდა 79,732-ია (მთლიანი ზრდის  83%).

ქვეყანა

2016: სექტემბერი

ზრდა

2016: სექტემბერი

წილი მთლიან ზდაში (%)

რუსეთი 28,376

29%

ირანი 24,621

26%

აზერბაიჯანი

9,261

10%

სომხეთი

5,275

5%

უკრაინა

4,519

5%

ისრაელი

4,152

4%

ინდოეთი

3,528

4%

სხვა 16,050

17%

 

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

 

 


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X