2016 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაში ტურისტების წილი გაიზარდა

 

საერთაშორისო ტურისტების (24 საათი და მეტი) რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის მონაცემებით ტურისტების რაოდენობამ 2,714,773 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით მეტია. შედეგად ტურისტული ვიზიტების წილმა 43% შეადგინა, მაშინ როცა შარშან ეს მაჩვენებელი 39% იყო.

წელი

2012 2013 2014 2015

2016

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა

4,428,221 5,392,303 5,515,559 5,901,094

6,350,825

საერთაშორისო ტურისტების (24 საათი და მეტი) რაოდენობა

1,789,592 2,065,296 2,229,094 2,281,971

2,714,773

საერთაშორისო ტურისტების წილი მთლიან რაოდენობაში

40.4% 38.3% 40.4% 38.7%  

42.7%

აღსანიშნავია, რომ ზრდა (+4.4%) ფიქსირდება ერთდღიანი ვიზიტორების კატეგორიაშიც, ხოლო ტრანზიტული ვიზიტები 2016 წელს 5.7%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტის ტიპი

2015 2016 ცვლილება

ცვლილება %

24 საათი და მეტი (ტურისტი)

2,281,971 2,714,773 432,802

19.0%

ტრანზიტი

1,400,835 1,321,000 -79,835

-5.7%

ერთდღიანი ვიზიტი

2,218,288 2,315,052 96,764

4.4%

სულ

5,901,094 6,350,825 449,731

7.6%

ვიზიტორთა სტრუქტურის ცვლილება მასტიმულირებელია ტურიზმის სექტორის განვითარებისათვის. მეტი ტურისტი ნიშნავს მეტ ადამიანს საქართველოში ღამისთევით, შედეგად კი მეტ დანახარჯს განთავსებაზე, კვებაზე და სხვა ტურისტებისათვის საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე. ტურისტული ვიზიტების გაზრდა დადებითად აისახება ტურიზმზე და შესაბამისად მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X