ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იაპონიის წამყვანი გამოცემების წარმომადგენლები თბილისში, სიღნაღში, წინანდალში, მცხეთაში, ანაურსა და ყაზბეგში იმყოფებოდნენ.

ტურის შემდეგ საქართველოს შესახებ იაპონიის წამყვან გამოცემებში ვრცელი სტატიები დაიბეჭდება.

პრესის ჟურნალისტების პარალელურად საქართველოს იაპონიიდან 
წამყვანი ტელეკომპანიის TBS Nationwide Network გადამღები ჯგუფი ეწვია. ტური იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, სუამის საკონსულტაციო ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ჟურნალისტები საქართველოს შესახებ გადაცემისთვის “Discovery of the World’s Mysteries” ფილმს მოამზადებენ.
გადაცემას 15 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

სტატისტიკური მონაცემებით 2019 წლის 6 თვეში იაპონიიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 26 %-ით გაიზარდა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს იაპონიის ბაზარზე საქარველოს ცნობადობის გასაზრდელად. ჩვენ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყვანილი გვყავდა მაღალრეიტინგული როგორც ბეჭდური მედიის,  ასევე ტელევიზიის ჯგუფები, მათთვის ჩვენ გავმართეთ პრეს-ტური საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, შედეგად დამზადდება როგორც სტატიები, ასევე გადაცემა საქართველოს შესახებ,  რომელსაც იაპონიაში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.