კორპორაცია “Google- უკრაინის” ბიზნესისა და საცალო ვაჭრობის ხელმძღვანელმა დიმიტრი შილუკმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის შესახებ ანგარიში გააცნო. Google-ის წარმომადგენელი კამპანიას წარმატებულად აფასებს. კორპორაცია Google-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობს. ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის მომზადებაში Google აქტიურად იყო ჩართული- მათ შორის დაგეგმვაში, ანალიზსა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციაში.
Google-ის დახმარებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის სეზონისთვის სხვადასხვა ქვეყნებში მიზნობრივ ბაზრებზე აქტიური მარკეტინგული კამპანია ჩაატარა. ზაფხულის მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ინტერესის ზრდას, რაც ტურისტების ნაკადზე აისახება.