ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შვედური სათავგადასავლო ჟურნალის „Åka Skidor“-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

პრეს-ტურის 4 მონაწილე სვანეთს ესტუმრა. უცხოელმა ჟურნალისტებმა თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტები დაათვალიერეს და სათხილამურო ტრასებზე ისრიალეს,  მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სხვადასხვა სოფლები მოინახულეს, სადაც ადგილობრივ კულტურას გაეცნენ.  პრეს-ტური “Ski Georgia”-ს თანაორგანიზებით მოეწყო.

შვედი ჟურნალისტები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებენ.

„Åka Skidor“ 1974 წლიდან გამოიცემა და 80 000 მკითხველი ჰყავს, ჟურნალი პოპულარულია სოციალურ მედიაშიც.

„Åka Skidor“ მკითხველს ინფორმაციას აწვდის როგორც სხვადასხვა  ქვეყნის სამთო-სათხილამურო მიმართულებების, აღჭურვილობის, ახალი ტენდენციებისა და მათთვის უცნობი სათხილამურო კურორტების შესახებ.