სპეციალური ჯილდო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ფინეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა.   გამოფენის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საელჩო.

საქართველომ საერთაშორისო ტურისტულ არეალზე კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.   მიმდინარე წლის იანვრის თვეში ჰელსინკში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ჩვენი ქვეყანა 2020 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად აღიარეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოსთვისმ  რადგან  ერთის მხრივ  სკანდინავიის ისევე როგორც  ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის უმნიშვანელოვანესია.  აღნიშნულ გამოფენას ტურიზმის ინდუსტრიაში 85 ათასამდე წამყვანი წარმომადგენელი დაესწრო. ბუნებრივია ის ფაქტი რომ ხმის მიცემაში ჟურნალისტები, ბლოგერები და ის გავლენიანი პირები მონაწილეობდნენ, რომლებსაც სიტყვა ეთქმით ტურიზმის ინდუსტრიაში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის, ცნობადობის გაზრდისთვის და უშუალოდ ტურისტებისთვის.“-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

ფინეთში საერთაშორისო გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  მესამე წელია მონაწილეობს.  MATKA 2020-ის სამიზნე ტურისტული ბაზარი მოიცავს არა როგორც  ფინეთის ტურისტულ მიმართულებას,  ასევე სკანდინავიის სხვა ქვეყნებს და ბატლიისპირეთის სახელმწიფოებსაც.

MATKA 2020”-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 9  ტურისტულ და ორგანიზაციასთან ერთად არის წარდგენილი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს “აჭარა-ტური”, Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.

ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 86 ქვეყნიდან ტურიზმის 23 ათასამდე პროფესიონალი დაესწრო, გამოფენის დამთვალიერებლების რაოდენობამ კი 80 ათასს გადააჭარბა.

სკანდიინავიის ქვეყნები, მათ შორის ფინეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოქმედებს შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით, რომელიც მოიაზრებს მაღალმხარჯველუნარიანი ბაზრების მოზიდვას (Value over volume).

ფინელი ტურისტები კულტურული და გასტრონომიული მიმართულებების ინტერესით გამოირჩევიან.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წელს  ფინეთიდან საერთაშორისო ვიზიტები წინაწლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  17.7 %-ით გაიზარდა.

 

.