ყაზახეთში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის და ტურისტული ბაზრის ათვისების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქალაქ ნურ-სულთანში პრეზენტაცია გამართა.
ყაზახეთში გამართულ პრეზენტაციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წევრი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი.
საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლები ყაზახეთის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, სადაც ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრა ყაზახეთში საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობით გაიმართა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიურომ ყაზახეთის უმსხვილეს ტურ-ოპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნო, სპეციალურად გამართულ პრეზენტაციას ყაზახეთში საქართველოს საელჩოს, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების, ავია კომპანია „Air Astana“-ს, მეწარმეთა ეროვნული პალატა „Atameken“-ისა და KazakhTourism-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრეზენტაციის პარალელურად საკონვენციო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები „B2B“ ფორმატის ფარგლებში ყაზახ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.