საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პორტუგალიელი Instagram ბლოგერებისთვის პრეს-ტურს მართავს. ტურის მიზანი პორტუგალიაში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და პორტუგალიიდან ტურისტების მოზიდვაა. ტურის მონაწილე ბლოგერი წყვილი ლუანა და ფრედი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ. დაათვალიერეს ტურისტული ადგილები, გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, ღვინოს და საქართველოს შესახებ ვიდეო რგოლებს და ფოტო-პოსტებს მოამზადებენ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდება.
✅ „ჩვენი მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ევროპულ ტურისტულ ბაზრებზე პოზიციონირება ჩვენი წამყვანი ტურისტული პროდუქტების. პორტუგალია ახალი და პოტენციურად მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. პრეს-ტური რომელსაც ვმასპინძლობთ მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი ტურისტული პროდუქტების რეკლამირებას სოციალურ ქსელებში.“-განაცხადა ტურიზьის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
✅” საქართველოთი ჩამოსვლის დღიდან აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ლამაზი ქვეყანაა, კერძები განსაკუთრებით მომეწონა, ღვინო შესანიშნავია. ვისურვებდი ჩემმა მიმდევრებმა სოციალურ ქსელში იხილონ ჩვენი აქტივობები საქართველოში და ეწვიონ ამ ძალიან ლამაზ ქვეყანას.“-ამბობს ფრედი ფილიპე რიბერო დე სოუსა გარსია.
✅ „მე ლუანა ვარ, ბრაზილიაში დავიბადე, ამჟამად პორტუგალიაში ვცხოვრობ. საქართველოში პირველად ვარ და ძალიან კარგ დროს ვატარებ. ეს არის გამორჩეული ქვეყანა ისტორიით, მდიდარი კულტურით. ძალიან მოგვეწონა ქართული კერძები. Instagram-ის გვერდზე ჩვენს აუდიტორიას გავაცნობთ, თუ როგორი გამორჩეული ქვეყანაა საქართველო, სადაც ჯერ კიდევ არ ყოფილა ბევრი ტურისტი და ვფიქრობ ამით ბევრ კარგავენ და ისინი აუცილებლად უნდა ეწვიონ საქართველოს. ამ ქვეყანაში შესანიშნავი დრო შეგიძლიათ გაატაროთ როგორც ქვეყნის აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ნაწილში.“-ამბობს ლუანა მარია ტორეს აგრა.