თბილისში მოქმედი 30 სასტუმროს წარმომადგენლისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგი გამართა.
ტრენინგი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის „შრომის უსაფრთხოებისა შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებები Covid 19-ის პერიოდში“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად ჩატარდა.
ტრენინგის მიზანია – სასტუმრო სფერო, სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი კოვიდ პერიოდში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებების დაცვა ,შემდეგი მარეგულირებელი ნორმების მიხედვით:
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ , როგორც შრომითი უფლებების მარეგულირებელი ფუნდამენტური ნორმა;
შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის მიმწოდებელი სფეროსთვის.
„კოვიდ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება ენიჭება შრომით უსაფრთხოებას. წელს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ გადამზადების უსასყიდლო პროგრამებს.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
გამოცხადებული რეგულაციების თანახმად, ტრენინგები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება, ხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრენინგების კურსი განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის ონლაინ ფორმატში, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით ჩატარდება.
ონლაინ ტრენინგი სრულიად უსასყიდლოდ იმართება და ჯამში კერძო სექტორის 600-ზე მეტი წარმომადგენელი გადამზადდება.
ონლაინ ტრენინგის ხანგრძლივობა: 1.5 საათი;
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: k.zurashvili@gnta.ge