საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ახალ ეტაპს იწყებს. ტრენინგების კურსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად ჩატარდება.
 ონლაინ ტრენინგი ქვეყნის მასშტაბით განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის „შრომის უსაფრთხოებისა შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებები Covid 19-ისპერიოდში“ 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სრულიად უსასყიდლოდ ჩატარდება.
ტრენინგის მიზანია – სასტუმრო სფერო, სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი კოვიდ პერიოდში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი ურთიერთობების პრევენციული ღონისძიებების დაცვა ,შემდეგი მარეგულირებელი ნორმების მიხედვით:
?საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ , როგორც შრომითი უფლებების მარეგულირებელი ფუნდამენტური ნორმა;
?შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის მიმწოდებელი სფეროსთვის;
 ონლაინ ტრენინგი განკუთვნილია ქვეყნის მასშტაბით განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის.
ონლაინ ტრენინგის ხანგრძლივობა: 1.5 საათი;
ჩატარების ვადა: 2021 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით;
⭕️რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: k.zurashvili@gnta.ge