საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაწილეობა მიიღო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და ბულგარეთის ტურიზმის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონგრესში, რომელიც ეძღვნებოდა მსოფლიო ცივილიზაციებსა და შემოქმედებით ტურიზმს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნობის კანდიდატი და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი.
ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა შეხვედრა ბულგარეთის ტურიზმის მინისტრთან ნიკოლინა ანგელკოვასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ზურაბ პოლოლიკაშვილი, ზურაბ ბერიძე, საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში და რუსუდან მამაცაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს ბულგარეთის რესპუბლიკაში გაწეული სამუშაოსათვის.