ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA#013: “სოფლად ტურიზმის სერვისების დიგიტალიზაცია აჭარის რეგიონში”.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ტურიზმის სფეროში მომუშავე ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, მათ შორის ბიზნეს ასოციაციებს, ალიანსებს, სავაჭრო პალატებს, კლასტერებს.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2021 წლის 2 აპრილის 18:00 საათი.
დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 11 მარტს 14:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე WebEx-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ ონლაინ შეხვედრაზე ჩართვას აღნიშნულ დროს.
ონლაინ შეხვედრის ბმული: https://dai.webex.com/dai/j.php…
Pass: fVkh2mR3fP8