რა არის კორონავირუსი?

კორონავირუსების ჯგუფი დაავადების გამომწვევი ვირუსების დიდი ოჯახია, რომელთაც სხვადასხვა დაავადების, მათ შორის სასუნთქი გზების ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ ადამიანებსა და ცხოველებში.
ახალი კორონავირუსი (COVID-19) არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება, პირველად 2019 წელს ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.
როგორ ვრცელდება ახალი კორონავირუასი?

• წვეთოვანი გზით: ხველით, ცემინებით
• თვალზე, პირზე და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით
• დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით შეხება, ხელის ჩამორთმევა ახალი კორონავირუსი (COVID-19) ადამიანიდან ადამიანზე ახლო მანძილზე ვრცელდება, როგორც სხვა რესპირაციული დაავადებები, მაგალითად გრიპი. დაავადების გადაცემა შესაძლოა მოხდეს დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი წვეთის სხვა ადამიანის ლორწოვანზე მოხვედრით.მეცნიერთა მოსაზრებით ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილ წვეთს რამდენიმე ნაბიჯის მანძილზე გავრცელება შეუძლია. შესაძლებელია, ეს წვეთები სხვა ადამიანს ან პირდაპირი კონტაქტის გზით შეხვდეს და დააინფიციროს სუბიექტი, თუ იგი ხელით შეეხება დაბინძურებულ ზედაპირს.
ახალი კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 2-დან 14 დღემდე პერიოდს მოიცავს. ახალი კორონა ვირუსით შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი დაინფიცირდეს. დაავადების გართულების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანში შესული ადამიანები, ასევე ისინი, ვისაც სხვა თანმხლები დაავადებები აწუხებთ, როგორებიცაა ასთმა, დიაბეტი, გულის დაავადებები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ურჩევს ყველა ასაკის ადამიანს, რომ ვირუსისგან თავდაცვის მიზნით, მკაცრად დაიცვან ჰიგიენის წესები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან კორონავირუსის წინააღმდეგ შესაბამისი მედიკამენტებისა და ვაქცინის შესაქმნელად.
რა არის კორონავირუსის სიმპტომები?

ახალი კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ რესპირაციული დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა:
• ცხელება
• ხველა
• სუნთქვის გაძნელება

როგორ უნდა დაიცვათ თავი ახალი კორონავირუსისგან?

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან გამოიყენეთ სპირტის შემცვლელი ხსნარი
• ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით
• მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს დაავადებულ ადამიანთან/არ გამოიყენოთ დაავადებული ადამიანის პირადი ნივთები
• ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი
• მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი
• მოერიდეთ დაუცველ და მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან
როგორ უნდა დავიცვათ გარშემომყოფები დაინფიცირებისგან?

• თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან ხველა, მოერიდეთ გარშემომყოფებთან მჭიდრო კონტაქტს
• მაღალი ტემპერატურის, ხველის და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას
• აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობის ისტორია და სიმპტომები
• ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ
• უმჯობესია პირბადის გამოყენება მოხდეს, მხოლოდ ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, რათა შევამციროთ ინფექციის გავრცელება.

რეკომენდაციები ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის

დაწესებულების მენეჯმენტმა პერიოდულად უნდა მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ახალ კორონავირუსზე და მის გავრცელებასთან დაკავშირებული პრევენციული ზომების შესახებ ყველა თანამშრომელს და კონტრაქტორებს, დასუფთავების პერსონალის ჩათვლით. პერსონალში კორონავირუსის გავრცელების რისკი მცირდება თუ ყველა თანამშრომელი დაიცავს ზოგადი ჰიგიენის ნორმებს. აუცილებელია სამუშაო ადგილების და სხვა სივრცეების სისტემატური დეზინფექცია და სისუფთავის ნორმების დაცვა.
შემდეგ დაწესებულებებში, როგორიცაა განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, სპორტული/გამაჯანსაღებელი ცენტრები, კულტურული/გასართობი დაწესებულებები, სატრანსპორტო საშუალებები, საქმიანობის სპეციფიკის და მომხმარებლების დიდი ნაკადის გათვალისწინებით უნდა მოხდეს სივრცის ხშირი განიავება, ასევე, არ არის რეკომენდირებული კონდიციონერების გამოყენება, ამასთან, საგულისხმოა ჰიგიენის ნორმების გამკაცრება დასუფთავება/დეზინფექციის მიმართულებით:
დასუფთავების პერსონალმა სამუშაოს შესრულების დროს უნდა გამოიყენონ ხელთათმანები და სპირტის შემცვლელი ხსნარი, დამატებით ატარონ ნიღბები. პერსონალმა უნდა მოახდინოს შემდეგი ინვენტარის და სივრცეების სისტემატური დასუფთავება.
სისტემატურ დასუფთავება/დეზინფექციას მოითხოვს:
• სამუშაო მაგიდა
• კომპიუტერის მონიტორი
• კლავიატურა
• კომპიუტერის მაუსი
• დაწესებულებაში არსებული ტელეფონები
• მობილური ტელეფონები/რაციები
• კარის/ფანჯრის სახელურები
• მოაჯირები
• შიდა და გარე ნარჩენების ურნები
• დაწესებულების იატაკი
• ლიფტის ღილაკები და ღილაკების დაფა
• საპირფარეშოები
• ჭურჭელი/კონტეინერები
• მაგიდები და სკამები
• ყავის/წყლის აპარატები
• ვიტრინებისა და სადემონსტრაციო სივრცეების დასუფთავება/დეზინფექცია
• ობიექტის დახლები
• ბანკომატებისა/ჩასარიცხი აპარატების ღილაკების დაფა და მონიტორი
• სამზარეულოში არსებული ინვენტარი
• ფიტნეს/გამაჯანსაღებელი ცენტრების სივრცეში არსებული ინვენტარი
• საკონფერენციო ოთახების აღჭურვილობა და ინვენტარი
• TV დისტანციური მართვის საშუალებები
• ელექტრო ჩამრთველები
• ბარგის გადაადგილების საშუალებები
• ავეჯი
• საბავშვო სივრცეები და ინვენტარი
• ელექტრონული გასაღებები/ბარათები
• ელექტრო-ტექნიკა
• საჭე
• სატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია
• სატრანსპორტო საშუალების კარების შიდა/გარე სახელურების დასუფთავება/დეზინფექცია
აუცილებელია, ყოველი დასუფთავება/დეზინფექციის პროცესის შემდეგ მოხდეს ხელთათმანების გამოცვლა და ხელების დაბანა/დამუშავება.
პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს ახალი კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებთან, და შეატყობინოს სპეციალურ უწყებებს აღნიშნული შემთხვევების შესახებ.

! დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დარეკეთ:
15 05 (24/7 განმავლობაში) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
116 001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი