„თუ მოგბეზრდათ საფრანგეთის, იტალიისა და ავსტრიის სამთო კურორტები და ეძებთ ახალ თავგადასავლებს მაშინ ეწვიეთ საქართველოს პოპულარულ კურორტ გადაურს.“ -ამ სიტყვებით იწყებს პოლონური ტელეკომპანია „TV N“-ის ჟურნალისტი საქართველოში მოგზაურობას. პოლონური ტელევიზიის გადამღები ჯგუფი საქართველოს ზამთრის სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ეწვია. კორესპონდენტებმა გუდაურის სასრიალო ტრასებზე თხილამურებითა და სნოუბორდით ისრიალეს და პოლონელ მაყურებელს შთაბეჭდილება გაუზიარეს. სიუჟეტის ავტორის თქმით: -“ ზამთარში , საქართველოში დასასვნებლად ბევრი რამ არ გჭირდება. ვარშავიდან ქუთაისამდე ფრენა იაფია. ასევე ხელმისაწვდომია სათხილამურო აღჭურვილობის დაქირავება გუდაურში.“
ბოლო წლებში საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტებით სულ უფრო მეტი პოლონელი ინტერესდება. 2014 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს პოლონეთიდან 45 ათასზე მეტი მოგზაური ეწვია. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედერებით 29 %-ით მეტია.