ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია “Georgian Airways”-ის ორგანიზებით National Geographic-ის, Forbes-ის, Vogue-ის, Cosmopolitan-ის ჩეხური რედაქციების წარმომადგენლებისა და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური გაიმართა.

პრეს-ტური ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით გაიმართა.

ჟურნალისტებმა ყვარელი, თელავი და წინანდალი მოინახულეს.

თბილისში უცხოური მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა.

ჟურნალისტებმა  ყვარელი, თელავი და  წინანდალი მოინახულეს.  თბილისში უცხოური მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული  კერძების, ღვინის და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩეხეთიდან საქართველოში 66.8%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

“საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს ცნობადობის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში, ჩეხეთიდან დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებს, მოხარულები ვართ, რომ საქართველოთი ისეთი გამოცემები დაინტერესდნენ, როგორიც არის: Vogue,   Cosmopolitan, Forbes და სხვა. ჩვენ გვსურს უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი დავანახოთ, რომ  შემდეგ ბევრი პოზიტური სტატია დაწერონ საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ინტერესს და ევროკავშირის ქვეყნებიდან  მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში.”  -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.