თბილისის ბოტანიკურ ბაღში „Zip-Line“ ატრაქციონი ამოქმედდა. “ზიპლაინ ნარიყალას” გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. ატრაქციონით გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერით ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ჩასრიალებაა შესაძლებელი. ორ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, სიმაღლე – 30 მეტრი.
„Zip-Line“-ით დაშვების სწრაფი და ნელი რეჟიმებია. საშუალოდ ატრაქციონზე ყოფნის ხანგრძლივობა 30 წამს შეადგენს.
ვიზიტორებს Zip-Line-ით სარგებლობის საშუალება, ყოველდღე, დილის 10-დან საღამოს 9 საათამდე ექნებათ.