საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბავშვო ევროვიზიის კენჭისყრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში 16 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. კენჭისყრის შედეგად საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნომრად გამოვა. საბავშვო ევროვიზიას კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგენელი მარია ისიდე ფიოერე იქნება.
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ხმის მიცემის წესები შეიცვალა.კონკურსის ისტორიაში პირველად, მაყურებელს ხმის მიცემის საშუალებით, შესაძლებლობა მიეცემა მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის კონკურსანტს. ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე ხმის მიცემა 24 ნოემბრიდან დაიწყება.საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. საბავშვო ევროვიზიის მონაწილეებს მიესალმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.