ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით საქართველოში ევროპის ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია იმართება.
კონფერენცია სიტყვით გახსნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
3 დღიანი კონფერენციის ფარგლებში დარგის პროფესიონალებს, სტუდენტებსა და თემატიკით დაინტერესებულ სხვა პირებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ეკოტურიზმის სპეციალისტები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან. მათ შორის: საქართველოდან, იაპონიიდან, კოსტა-რიკადან, იტალიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან,, ესპანეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მონტენეგროდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, და ბელარუსიდან.
კონფერენციის მთავარი მიზანია: საქართველოს ეკოტურისტულ ქვეყნად პოზიციონირების ხელშეწყობა ევროპის ეკოტურიზმის საზოგადოებაში. ევროპის ეკოტურიზმის საზოგადოების წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის, ეკოტურისტული ბიზნესისთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით; საქართველოში ეკობრენდინგის შექმნის მიზნით ეკოსტანდარტების შესახებ დისკუსიის ინიცირება.