ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN-მა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ სტატია მოამზადა

 

„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი.  ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.

ბენჯამინ კემპერი სტატიაში დეტალურად აღწერს საქართველოს სამთო კურორტებს და მათ შესაძლებლობებზე საუბრობს.

„საქართველოს შესახებ პირველი რაც მოგზაურებს თავში მოსდით ეს უძველესი ღვინის დამზადების ტრადიცია, ეპიკური ხაჭაპური და  ტრენდული  ღამის კლუბებია, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური თოვლით დაფარული მთებია. 1200 კილომეტრზე გადაჭიმული კავკასიონის მთები საქართველოს ტერიტორიის 60%-ს მოიცავს, ალპები კავკასიონთან შედარებით ბავშვის სათამაშოს ჰგავს.“

სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა საკმაოდ იაფია. ავიაკომპანია Raynair-ის ბილეთები  ევროპული ქალაქებიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით 20 დოლარიდან იწყება, შედეგად საქართველო ევროპული სამოგზაურო მიმართულებების სიას დაემატა.

„ საქართველოს ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტი გუდაური თბილისიდან 90 წუთის სავალზეა. კურორტი ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარეობს. აქ ავტომობილების სადგომები უფრო მაღალზეა,  ვიდრე ალპების ფერდობთა უმრავლესობა, გარშემო თუ მიმოიხედავთ, შეამჩნევთ, რომ ამ სიმაღლეზე უკვე ხეები აღარ იზრდება.  ახალი საბაგირო გუდაურს კობთან აკავშირებს და ჯვრის უღელტეხილს კვეთს. ეს საბაგირო სამთო კურორტსა და სტეფანწმინდას შორის კომუნიაციას ამარტივებს. სტეფანწმინდა ტურისტების სიხშირით გამორჩეული დაბაა, რომელიც მყინვარწვერთან მდებარეობს და მთიდან გერგეტის სამება გადმოჰყურებს.“-წერს ჟურნალისტი.

ბენჯამინ კემპერი დეტალურად აღწერს ბაკურიანს და სვანეთის სამთო კურორტებს  თეთნულდს და ჰაწვალს.

„თუ გსურთ თავგადასავლებს გემო გაუსინჯოთ სვანეთში  უნდა წახვიდეთ, რომელიც  შუასაუკუნოვანი კოშკებით და მთის ტრადიციების გავლენით გამოირჩევა.“

 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN საქართველოს შესახებ კიდევ რამდენიმე სტატიას მოამზადებს.

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X