შეხვედრა CNN-ის, BBC-ის და სხვა პლათფორმების წარმომადგენლებთან

 

✔️ საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში წამყვან მედიასაშუალებებთან და ონალ ტურისტულ პლათმორმებთან თანამშრომლობას იწყებს.

✔️ბერლინში გამართული საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი CNN-ის, BBC-ის, National Geographic-ის, Expedia-ს და სხვას გავლენიანი მედიასაშულებების და ონლაინ პლათფორმების წარმომადგენელს შეხვდა.

✔️საუბარი შეეხო თუ რა ფორმით მოხდება სტრატეგიულ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაცია.

✔️„დღეს ძალიან პროდუქტიული შეხვედრები გავმართეთ ისეთი კომპანიების წარმომადგენლებთან როგორებიც არიან: CNN, BBC, Expedia და ა.შ. ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება სტრატეგიულ სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა. ასევე დღეს ჩვენ შევხვდით საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს, რომელიც მუშაობს ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან გვინდა საქართველოში ახალგაზრდული ტურიზმის დანერგვა. ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის შესახებ, მაგალითად საქართველოში გაიმართოს სემინარი, რაც კერძო სექტორს მისცემს საშუალებას ზუსტად გაერკვიოს, თუ რა პროდუქტია საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ახალგაზრდული ტურისტული ჯგუფები და არა მხოლოდ ახალგაზრდული.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X