სარეგისტრაციო ფორმა

შეხვედრა ფილიპინების ახალ ელჩთან

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ფილიპინების ელჩს შეხვდა.
მედეა ჯანიაშვილმა და ფილიპინების რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია ელენა ალგაბრემ საქართველოსა და ფილიპინებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას და უსაფრთხო მიმოსვლას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული.
“ ჩვენ გვქონდა გაცნობითი სახის შეხვედრა ფილიპინების ელჩთან. ჩვენ გავუზიარეთ პანდემიის მართვის პროცესი ტურიზმის ინდუსტრიაში. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს წამყვან ტურისტულ პროდუქტებსა და იმ პერსპექტივებზე რაც დაგვეხმარება მოვიზიდოთ ტურისტული ნაკადი ჩვენს ქვეყანაში.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X