შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან

 

✔️ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.

✔️შეხვედრაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან დაგეგმილი პროექტებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

✔️ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა სხვადასხვა პროექტების განხორციელების საკითხში.

✔️ „დღეს გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით. ჩვენ სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული გამოცდილების გაზიარება. „-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

✔️„შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. ვისაუბრეთ რამდენიმე ღონისძიების შესახებ, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოში გაიმართება. საქართველოს მთავრობასთან ერთად ვგეგმავთ რეგიონებში ღონისძიებები გავმართოთ, რომ ავამაღლოთ საქართველოს ტურისტული იმიჯი. ივნისში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების ვიზიტი გაიმართება, ჩვენ ადგილზე გავაცნობთ ათეულობით მინისტრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. „-განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X