საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს

 

2019 წლის იანვარში საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს.
დეტალების შესათანხმებლად და მასშტაბური კონგრესისთვის მზადყოფნის შესასწავლად ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მსოფლიო გიდების ასოციაციის ფედერაციის პრეზიდენტი და ბორდის სხვა წევრები იმყოფებიან.
სტუმრები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, მათ შორის კახეთს და მცხეთას ათვალიერებენ. ძველი თბილისი დღეს უცხოელმა სტუმრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად მოინახულეს.
საქართველო 2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად ირანში გამართულ ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციაზე, აირჩიეს. საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები, თუმცა სხვადახხვა ქვეყნის დელეგატებს შორის, საქართველოს კანდიდატურამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და კენჭისყრის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევანის მელაძის განცხადებით, ,,ეს არის პირველი პრეცედენტი ტურიზმის სფეროში, როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი ხმის მიცემის სისტემით შეირჩა და სასიხარულოა, რომ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნული კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება. ამასთან, მოხდება ადგილობრივ დონეზე ცოდნის გაზიარება და აღსანიშნავია, საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც ღონისძიების საქართველოში მასპინძლობა მოუტანს ქვეყანას.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X