ტურიზმის 2017 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკა

 

2017 წლის იანვარი – ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +18.4%-ია.

მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3,243,963 შეადგინა (ზრდა +27.6%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%),  რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2% და აშშ +24.2%.

 

 

ქვეყანა

2016: იანვარი – ნოემბერი 2017: იანვარი – ნოემბერი ცვლილება

ცვლილება %

1  

აზერბაიჯანი

1,403,994 1,556,498 152,504

10.9%

2  

სომხეთი

1,331,891 1,530,864 198,973

14.9%

3  

რუსეთი

981,862 1,309,893 328,031

33.4%

4  

თურქეთი

1,173,411 1,135,830 -37,581

-3.2%

5  

ირანი

139,122 307,588 168,466

121.1%

6  

უკრაინა

163,842 181,801 17,959

11.0%

7  

ისრაელი

88,864 121,058 32,194

36.2%

8  

საუდის არაბეთი

20,940 55,637 34,697

165.7%

9  

ყაზახეთი

46,514 54,060 7,546

16.2%

10  

ინდოეთი

31,645 52,718 21,073

66.6%

მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 162 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 1,123,786-ს შეადგენს. 10,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 11 ქვეყნიდან, ჯამში 985,591 (მთლიანი ზრდის 88%).

 

ქვეყანა

2017: 11 თვე ზრდა

2017: 11 თვე წილი მთლიან ზრდაში (%)

 

რუსეთი

328,031

29%

 

სომხეთი

198,973

18%

 

ირანი

168,466

15%

 

აზერბაიჯანი

152,504

14%

 

საუდის არაბეთი

34,697

3%

 

ისრაელი

32,194

3%

 

ინდოეთი

21,073

2%

 

უკრაინა

17,959

2%

 

იორდანია

10,917

1%

 

გერმანია

10,591

1%

 

ბელარუსი

10,186

1%

 

სხვა

138,195

12%

 

რაც შეეხება, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეს, საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.1%-ია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით საქართველოში 201,056 საერთაშორისო მოგზაური გაჩერდა  (ზრდა +21.8%).

2017 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი  სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%),  თურქეთიდან  (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%), და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +34.5%, საფრანგეთი +18.3%, იტალია +14.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან  ირანი +92.5%, ისრაელი +42.3%, ბელარუსი +41.5%, ინდოეთი +40.6%, რუსეთი + 35.2%, აშშ +19.3% და სხვა.

2017 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 116 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 67,654-ს შეადგენს. 1,000-ზე მეტი ზრდა ფიქსირდება 7 ქვეყნიდან, ჯამში  ამ ქვეყნებიდან ზრდა 60,461-ია (მთლიანი ზრდის  89%).

 

ქვეყანა

2017: ნოემბერი ზრდა

2017: ნოემბერი წილი მთლიან ზრდაში (%)

 

რუსეთი

21,396

32%

 

აზერბაიჯანი

12,639

19%

 

სომხეთი

9,470

14%

 

ირანი

7,463

11%

 

თურქეთი

6,264  

9%

 

ისრაელი

1,741

3%

 

ინდოეთი

1,488

2%

 

სხვა

7,193

11%

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.

დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე.

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X