სარეგისტრაციო ფორმა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Business Traveller-ის ჟურნალისტს უმასპინძლა

 

სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემა Business Traveller Middle East-ის ჟურნალისტს მელანი სვანს უმასპინძლა.
4 დღიანი ტურის ფარგლებში სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის წარმომადგენელი ყვარელს, ანანურს, სტეფანწმინდას, ჯუთასა და მცხეთას ესტუმრა. ტურისტული ლოკაციების გაცნობის შემდეგ, გამოცემის ჟურნალისტი მელანი სვანი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების მგზავრები გაეცნობიან.
„ჩვენ ვუმასპინძლეთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის Business Traveller-ის ჟურნალისტს. 4 დღის განმავლობაში საერთაშორისო მედიის წარმომადგენელმა სხვადასხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულა. ასეთი ტურები საშუალებას გვაძლევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში პოზიციონირება მოვახდინოთ იმ ტურისტული პროდუქტების, რომელსაც ჩვენს პოტენციურ ვიზიტორებს ვთავაზობთ. მნიშვნელოვანია რომ Business Traveller-ის ჟურნალი მხოლოდ აეროპორტებსა და თვითმფრინავის ბორტებზე არ ვრცელდება, გამოცემას ინტერნეტ სივრცეში 1.4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას გაეცნობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს მიმართ ინტერესს ტურისტებს შორის.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
Business Traveller Middle East-ის ჟურნალი ახლო აღმოსავლეთის 20 საერთაშორისო აეროპორტში, (ქუვეითი, აბუ დაბი, ჯედა, დუბაი და სხვ.) ასევე ავიაკომპანიების ბორტებზე, სასტუმროებსა და ტურისტულ სააგენტოებში ვრცელდება.
Business Traveller Middle East ჟურნალი საერთაშორისო გამოცემის Business Traveller-ის ქსელის ნაწილია, რომელიც 14 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის – დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებშია წარმოდგენილი.
გამოცემას ყოველ თვიურად 530 000-ზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ონლაინ გვერდის დამთვალიერებელთა რაოდენობა თვეში 1,4 მილიონს აჭარბებს.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X