სარეგისტრაციო ფორმა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტური სვანეთში

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა მედიასაშუალებების 15-მდე წარმომადგენლისათვის სვანეთში პრეს-ტური გამართა.

ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს და შემდეგ ვერტმფრენით მესტიაში გაემგზავრნენ.

მესტიაში მედიის წარმომადგენლები სამთო გიდების ოფისს ეწვივნენ. საერთაშორისო სტატუსის მქონდე გიდები ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში ემსახურებიან.

ერთი თვის წინ საქართველოს საერთაშორისო მთის გიდების ასოციაცია GMGA სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFMGA-ს წევრი გახდა. ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მიერ გაცემულმა და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიერ ხარისხთან შესაბამისობაზე დადასტურებულმა „სამთო გამყოლის“ დიპლომმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა.

სვანეთში ტურისტს შეუძლია როგორც ექსტრემალური სათავგადასავლო, ასევე კულტურული პროგრამით ისარგებლოს.

ტურის მონაწილეები კურორტ ჰაწვალზე 2348 მეტრიდან პარაპლანით დაეშვნენ და სვანეთის ულამაზესი პეიზაჟები გადაიღეს.

მედიის წარმომადგენლები მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ.

მედიის წარმომადგენლები მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორულ თეატრს ეწვივნენ, რომელიც 180 მაყურებელზეა გათვლილი და სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ რეგულაციების დაცვით  არაერთი კულტურული სანახაობა იხილონ.  ბეთქილი, უშბა და თეთნულდი ფილფანის თეატრის მთავარი სავიზიტო პერფორმანსია.

 

 

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X