ტურიზმის ადმინისტრაცია ბარსელონას საერთაშორისო გამოფენაზე

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “IBTM 2019“ მიიღო მონაწილეობა.

„IBTM 2019“ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა.

ბარსელონას გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი.

გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 16 კერძო კომპანია და სახელმწიფო უწყება მონაწილეობდა, მათ შორის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და თბილისის მერია.

„IBTM 2019“-ის ფარგლებში  საქართველოს სტენდთან

განთავსებული იყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბეჭდური, ფოტო და ვიდეო მასალა. სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

 

ბიზნეს ვიზიტორებისთვის გათვალისწინებულ გამოფენაზე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა უცხოელი კოლეგებისათვის პრეზენტაციები გამართეს,   საქართველოში სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების მიზნით მოლაპარაკებები გაიმართა საერთაშორისო კომპანიებთან.

 

ესპანეთში და ევროპის  სხვადასხვა  ქვეყნებში  საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გამოფენის ფარგლებში  სხვადასხვა მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა.

ბარსელონას გამოფენაზე 140-ზე მეტი ქვეყნის  3000 მეტი მიმართულება იყო წარმოდგენილი.

გამოფენას  ტურიზმის სფეროს 15,000 მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X