საქმიანი ტურიზმის გამოფენას 100-მდე უცხოური კომპანია დაესწრო | საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

საქმიანი ტურიზმის გამოფენას 100-მდე უცხოური კომპანია დაესწრო

 

თბილისში საქმიანი ტურიზმის მასშტაბური გამოფენა გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ინიციატივით, “B2B Roadshow”-ს ფორმატის ფარგლებში” IMG MICE Geography Show” საქართველოში მოეწყო. ღონისძიებაზე ექსპონანტ ქვეყნებად წარმოდგენილები იყვნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ასევე “დსთ”-ს სხვა სახელმწიფოები. B2B Roadshow”-ს ფორმატის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი 100-მდე უცხოური კომპანია. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები.
საქართველოში “IMG MICE Geography Show”-ს ჩატარების მიზანია საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი გახდეს.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X