საქართველო აბუ-დაბის საქმიანი ტურიზმის გამოფენაზე

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართულ საქმიანი ტურიზმის გამოფენა – IBTM Arabia-ში მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე  ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად  წარმოდგენილი იყო კერძო სექტორიც.

გამოფენის ფარგლებში საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ კომპანიებთან ერთად 150-ზე მეტი შეხვედრა გამართა. საკონვენციო ბიუროს თანამშრომლებმა IBTM Arabia-ს მონაწილეებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი და განვითარების გეგმები გააცნეს. გამოფენის ფარგლებში საერთაშორისო კონგრესისა და კონვენციის ასოციაციის (ICCA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე საკონვენციო ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს კონკურენტუნარიანობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, სპარსეთის ყურის ქვეყნები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალით განსაკუთრებით დაინტერესდნენ.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X