2016 წლის ათი თვის მონაცემებით ვიზიტორების ზრდის მთავარი კონტრიბუტორები

 

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2016 წლის ათი თვის ჯამური მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5,406,188 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1%-ით მეტია. მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 139 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 521,789-ს შეადგენს. აქედან ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება  9 ქვეყნიდან, ჯამში  452,699 (მთლიანი ზრდის  87%).

ქვეყანა

2016: 10 თვე

ზრდა

2016: 10 თვე

წილი მთლიან ზდაში (%)

აზერბაიჯანი

127,434 24%
ირანი 108,992

21%

რუსეთი

107,351 21%
ისრაელი 31,384

6%

უკრაინა 28,129

5%

ინდოეთი 19,419

4%

ყაზახეთი

11,382

2%

საუდის არაბეთი

10,797 2%

ბელარუსი

7,811

2%

სხვა 69,090

13%

 

2016 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით კი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 98 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 48,715-ს შეადგენს. აქედან ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებლით 9 ქვეყანა გამოირჩევა და ჯამში  ამ ქვეყნებიდან ზრდა 41,389-ია (მთლიანი ზრდის  85%).

ქვეყანა

2016: ოქტომბერი

ზრდა

2016: ოქტომბერი

წილი მთლიან ზდაში (%)

აზერბაიჯანი 11,036

23%

რუსეთი

10,112 21%
ირანი 8,411

17%

ისრაელი

4,807 10%
უკრაინა 2,006

4%

ინდოეთი

1,927 4%
გერმანია 1,178

2%

პოლონეთი 1,045

2%

ყაზახეთი 867

2%

სხვა 7,326

15%

 

აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X