პრეს-ტური მონაკოდან

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მონაკოს წამყვანი ჟურნალისტები საქართველოს ეწვივნენ. პრეს-ტური ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამონაწილეობით გაიმართა.

უცხოელი ჟურნალისტების საქართველოში სტუმრობა მონაკოს სამთავროდან სომელიეთა ასოციაციის წევრთა ვიზიტს უკავშირდება, რომლებიც მონაკოს საუკეთესო რესტორნების მთავარი სომელიეები არიან.

“საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მონაკოს ტელევიზიებისა და ბეჭდური მედიის წამყვან ჟურნალისტებს უმასპინძლა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ, ისევე როგორ ღვინის წარმოების კულტურას. ამ პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა მონაკოში და საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების პოზიციონირება, რომელიც ამავდროულად ღვინის სამშობლოა.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

პრეს-ტურში მონაკოს სამთავროს სხვადასხვა ჟურნალისა და ტელევიზიის (Royal Spirit GMBH) 7 წარმომადგენელი მონაწილეობდა, ტურის დასრულების შემდეგ მონაკოს მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ მოკლემეტრაჟიან ფილმს მოამზადებენ.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X