სარეგისტრაციო ფორმა

”მოგზაურობა საქართველოში“- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ესტონეთის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლს ამზადებს

 

ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესტონეთიდან პრეს-ტურს მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ესტონური TV 3-ის 8 კაციანი გადამღები ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში თბილისში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოსა და სვანეთში იმყოფებოდა. ესტონური მედიის წარმომადგენლებმა სიღნაღი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, უშგული და სხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს და გადაიღეს.
”ჩვენ ვმასპინძლობთ ესტონეთის წამყვანი ტელეკომპანიის TV-3-ის გადამღებ ჯგუფს, რომელიც საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლს ამზადებს „იმოგზაურე საქართველოში“. გადაცემაში ნაჩვენები იქნება, როგორც კულტურული, ასევე სათავგადასავლო, ეკო და ღვინის ტურისტული მიმართულებები. ტელევიზიის წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა ტურისტულ რეგიონს მოინახულებენ. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ესტონეთში კიდევ ერთხელ მოვახდინოთ ჩვენი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მოგზაურთა ნაკადის ზრდას.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
”მოხარული ვარ, რომ საქართველოში სატელევიზო შოუს გადასაღებად ჩამოვედი, რომელიც საქართველოს ბუნებისა და ქართველების შესახებ მომზადდება. საქართველოში გამორჩეული ხალხია, უნიკალური სტუმართმასპინძლობითა და სითბოთი. გამოსარჩევია ქართული სამზარეულო გემრიელი კერძებით. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, სადაც შეიძლება დასვენება. საქართველოში ბევრი მეგობარი შევიძინე, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში. ჩვენ ესტონეთში ძალიან გვიყვარს საქართველო და მოხარულები ვართ ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ ეს ლამაზი ქვეყანა.“ – ამბობს გადაცემის წამყვანი ქეზი უბომაგი.
პრეს-ტური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა.
პრეს-ტურის ფარგლებში ესტონური ტელეკომპანია სპეციალურ გადაცემათა ციკლს სახელად „მოგზაურობა საქართველოში“ ამზადებს, გადაცემა 10 ეპიზოდისგან შედგება და ესტონელი ტელემაყურებელი სექტემბერში იხილავს. 42 წუთიანი გადაცემები საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს, საზღვაო და სამთო კურორტებს, ქართულ ტრადიციებს, კულტურას და ისტორიას დაეთმობა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X