სარეგისტრაციო ფორმა

მოგზაურობა ბათუმში

 

ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-გაზეთი www.ynet.co.il ,(ყოველთვიურად 2 მილიონი მკითხველი ჰყავს.) საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„ბათუმში 2 საათიანი ფრენის შემდეგ ჩადიხარ, ეს არის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ულამაზესი ქალაქი. ბათუმი ტურისტების სიჭარბით და მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული მშვენიერი ბულვარით გამოირჩევა. ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსთან ერთად ამ ქალაქში ევროპულ კერძებსაც დააგემოვნებთ. ბათუმში მრავალი დასავლური სასტუმროა აშენებული: Sheraton, Radisson Blue. გასახსნელად ემზადება Holiday- in, Hilton და Kampinski. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების გარდა მრავალი პატარა და ლამაზი სასტუმროა.
თუ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დავიწყება გსურთ, მაშინ ბათუმს უნდა ეწვიოთ. აქ უამრავი კაზინო და რესტორანია. ბათუმის პორტი სათევზაო და სატვირთო გემებითაა დატვირთული. პორტთან ახლოს მდებარეობს „ალის და ნინო“-ს შთამდეჭდავი სიყვარულის ქანდაკება. რომელიც ლეგენდას მოგვითხრობს მუსლიმი ბიჭისა და მართლმადიდებელი ქრისტიანი გოგონას სიყვარულის ისტორიას. აქვე ახლოს მდებარეობს ბათუმის საბაგირო, რომლის საშუალებით ტურისტები გორაკს უკავშირდებიან, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე.
ბათუმის მოსახლეობა 150 000 კაცია. ეს არის ქალაქი როგორც ძველი, ასევე განახლებული უბნებით და თანამედროვე ცათამბჯენებით. ბათუმს კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის სხვადასხვა არქიტექტორული ნაზავი. სანამ ბათუმში დიდი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება, მანამდე შეგიძლიათ სხვადასხვა მაღაზიებს ეწვიოთ, სადაც საერთაშორისო მოდის ბრენდებია წარმოდგენილი.
ბათუმს ძალიან უყვარს სინათლე. საღამოს ეს ქალაქი განსაკუთრებულად განათებულია. ფერადი განათება მხიარულ გარემოს ქმნის.
ავტობუსით მგზავრობის შემდეგ გონიოს ციხეს ვეწვიეთ. ეს არის პირველ საუკუნეში აგებული რომაული ციხე-სიმაგრე, პატარა არქეოლოგიური მუზეუმით. შემდეგ ჩვენ ქედას რაიონში ჩავედით და ღამე „ზებო გესთჰაუზში“ გავათენეთ. ადგილობრივებთან სტუმრობით ძალიან ვისიამოვნეთ. დავაგემოვნეთ აჭარული კერძები და გავეცანით ადგილობრივ ფოლკლორს.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X