საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ვებინარების ყოველთვიური სერიის „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები“ რიგით მეორე ვებინარი გაიმართა.

ვებინარში ტურიზმის, ავიაციის სფეროს  წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

ვებინარის  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ინტერაქტიურ გამოკითხვაში მიეღოთ მონაწილეობა და სპიკერებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხი.

ვებინარების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი ბრეგაძემ საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკა მიმოიხილა.

ვებინარის პანელისტი იყო  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ვარლამ ჭილაშვილი,  რომელმაც  საავიაციო ინდუსტრიაზე კოვიდის გავლენისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა, ასევე  ვებინარის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ.