სარეგისტრაციო ფორმა

კერძო სექტორის მხარდასაჭერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია UNWTO ტურიზმის ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ონლაინ აკადემიის კურსებს სთავაზობს.
გადამზადების კურსებთან დაკავშირებით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა UNWTO-ს ევროპის რეგიონული დეპარტამენტისა და ინოვაციებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარისხის განვითარების სამმართველოს უფროსი ნატო მებურიშვილი ესწრებოდა.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და UNWTO-ს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების თანახმად, ტურიზმის სექტორის წარმოამდგენლებს ტრენინგები ჩაუტარდებათ, რის
შემდეგაც ყველა მონაწილეს ტურიზმის ადმინისტრაციისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთობლივი სერტიფიკატი გადაეცემა.
ტრენინგების მიზანი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

UNWTO-ს ტურიზმის ონლაინ აკადემია მსოფლიო მასშტაბით 900-ზე მეტი უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციურ პედაგოგებსა და ტრენერებს აერთიანებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული სასწავლო კურსების ჩატარებას, როგორიცაა: ტურიზმის ფუნდამენტური პრინციპები და უახლესი ტრენდები, მასპინძლობის ინდუსტრია, ტურისტული პროდუქტის ფორმირება და შეთავაზება, მარკეტინგი და გაყიდვები და სხვა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული სამუშაო შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ინოვაციებისა და განვითარების დეპარტამენტთან, სადაც ვიმსჯელეთ კონკრეტულ თანამშრომლობის გეგმებზე. 2022 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ჩავატაროთ პოსტკოვიდურ რეალობაზე მორგებული ერთობლივი ტრენინგ-პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს სექტორს მოკლე ვადაში შეძლოს მდგრადი აღდგენა“.
– განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

“საქართველო არის ქვეყანაა სადაც ტურიზმი მაღალი ტემპით ვითარდება. ვისაუბრეთ განათლების საკითხზე. ჩვენ გვჭირდება მომავალი პროფესიონალების მომზადება და ჩვენ მათ უნდა მივცეთ განათლება განახლებული უნარების კუთხით, განახლებული სასწავლო პროგრამებით, რომელიც თანხვედრაში იქნება მდგრად განვითარებასთან და ინოვაციებთან, რომ შემდეგ შესაძლებელი იყოს უფრო მრავალფეროვანი, თანამედროვე საქართველოს რეკლამირება. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის მემორანდუმს ვაწერთ ხელს, რათა საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები განვავითაროთ და გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ UNWTO-ის ინოვაციებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატალია ბაიონამ.
„ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ძალიან მოწადინებულია ტურიზმის აღდგენაზე. მოხარულები ვართ, საქართველოს მხრიდან წამოსული ინიციატივებით. ტურიზმის ეს საგანმანათლებლო პროგრამა მთავრობასთან ერთად ჩვენთვის წარმოადგენს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ტურიზმის მომავალი სტრატეგია. საქართველო მოწინავე ქვეყანაა მომსახურების კუთხით და სამაგალითოა სხვა სახელმწიფოებისთვის“, – განაცხადა UNWTO ევროპის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორმა ალესანდრა პრიანტემ.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X