თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +5.1%-ით გაიზარდა

 

✔️2019 წლის თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 247,705 შეადგინა, რაც 11,993-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +5.1%).

✔️ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

✔️ თებერვალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან: ლატვია +111.1%, სლოვაკეთი +84.8%, პოლონეთი +76.7%, ლიეტუვა +46.1%, ჩეხეთი +41.6%, იტალია +34.8% და სხვა.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +198.4%, ჩინეთი +52%, საუდის არაბეთი +48.6% და სხვა.
2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 553,644 შეადგინა, რაც 29,054-ით მეტია 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +5.5%).

✔️იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 8 მილიონი აშშ დოლარით მეტი შეადგინა.

✔️წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 164.5 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 8 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

✔️წინასწარი მონაცემებით 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

✔️2018 წლის I-III კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.6 მილიარდ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

✔️ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-III კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19%-ია.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X