ვიწვევთ საქართველოს მთის კურორტების სასტუმროებს „ფასდაკლების კვირეულში“ მონაწილეობისათვის

 

მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე  „ფასდაკლების კვირეულში“ მონაწილეობის  შესახებ

 

  1. შესავალი:

ფასდაკლების  კვირეული წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა და საერთაშორისო ტურისტებისათვის სასტუმროს  მომსახურების ფასდაკლებით სარგებლობას. იგი მიზნად ისახავს რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის („ადმინისტრაცია“) ინიციატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, იგეგმება ფასდაკლებების კვირეულის („პროექტი“) ორგანიზება.

1.1. ამ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება საქართველოს მთის კურორტებზე (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძი) არსებული ტურისტული ობიექტების შერჩევის მიზნით:

1.1.1. დაბა გუდაური – 2020 წლის 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით პერიოდისთვის, შემდეგი   ტურისტული ობიექტების შერჩევის მიზნით:

  • 10 ან მეტი ნომრის მქონე სასტუმრო („სასტუმრო“), რომელიც შიდა და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს საშუალებას ისარგებლონ საერთაშორისო რეზერვაციების პორტალებზე გამოცხადებული ფასიდან[1] 20% ან მეტი ფასდაკლებით

 

1.1.2. დაბა ბაკურიანი –  2020 წლის 21 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდისთვის, შემდეგი ტურისტული ობიექტების შერჩევის მიზნით:

 

-20 ან მეტი ნომრის მქონე სასტუმრო („სასტუმრო“), რომელიც შიდა და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს საშუალებას ისარგებლონ საერთაშორისო რეზერვაციების პორტალებზე გამოცხადებული ფასიდან   20% ან მეტი ფასდაკლებით

 

1.1.3. დაბა მესტია – 2020 წლის 21 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდისთვის, შემდეგი ტურისტული ობიექტების შერჩევის მიზნით:

 

  • 20 ან მეტი ნომრის მქონე სასტუმრო („სასტუმრო“), რომელიც შიდა და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს საშუალებას ისარგებლონ საერთაშორისო რეზერვაციების პორტალებზე გამოცხადებული ფასიდან 20% ან მეტი ფასდაკლებით

1.1.4. კურორტი გოდერძი – 14 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით პერიოდისთვის, შემდეგი ტურისტული ობიექტების შერჩევის მიზნით:

 

–           10 ან მეტი ნომრის მქონე სასტუმრო („სასტუმრო“), რომელიც შიდა და საერთაშორისო ტურისტებს მისცემს საშუალებას ისარგებლონ საერთაშორისო რეზერვაციების პორტალებზე გამოცხადებული ფასიდან   20% ან მეტი ფასდაკლებით

  1. პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები

2.1. „პროექტის“ ძირითადი მოთხოვნებია:

2.1.1. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამთო სათხილამურო კურორტებზე მდებარე სასტუმროებს რომლებიც გამოხატავენ ინტერესს შესთავაზონ ვიზიტორებს ფასდაკლება ზემოაღნიშნულ პუნქტებში (1.1.1.; 1.1.2.; 1.1.3.; 1.1.4.) მითითებულ კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებზე, მათ მიერ შემდეგი კოდის წარდგენის შემთხვევაში: skiresorts2020

2.1.2. სტუმარს უნდა შეეძლოს მიმდინარე სეზონზე საერთაშორისო რეზერვაციების პორტალებზე გამოცხადებული ფასიდან 20% ან/და მეტი ფასდაკლებით სარგებლობა.

  1. საპრომოციო აქტივობა პროექტში მონაწილე კანდიდატებისათვის:

3.1. „ადმინისტრაცია“ უზრუნველყოფს „პროექტის“ ფარგლებში მონაწილე „კანდიდატებისათვის“ ინტერნეტ რეკლამას, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით:

3.1.1. განთავსება ადმინისტარციის ვებ-გვერდზე http://www.georgia.travel (საიტზე განთავსდება „პროექტში“ მონაწილე ობიექტების სია, მათი ლოგოსა და ვებ-გვერდის მითითებით, ასევე  ინფორმაცია ფასდაკლების მოცულობისა და ფასდაკლების კოდის შესახებ);

3.1.2. პროექტის შესახებ ვებ-გვერდის Georgia.travel; Facebook/Georgia.travel-ზე რეკლამა.

3.1.3. კანდიდატის შეთავაზებაზე ინდივიდუალური ბანერის მომზადება და Facebook რეკლამა.

3.2. „ადმინისტრაცია“ ორგანიზებას გაუწევს „პროექტის“ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას  ადმინისტრაციის ოფიციალური Facebook-გევრდის მეშვეობით.

3.3. პროექტის ფარგლებში სასტუმროს ვიზიტორები მიიღებენ შპს მთის კურორტების განვითარების კომპანიისგან 50% ფასდაკლებას ორდღიან  სასრიალო აბონიმენტზე (Ski pass), შესაბამის სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ სასრიალო ტრასებზე [2]

 

  1. ინტერესთა გამოხატვის პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესი

4.1. კანდიდატმა უნდა წარმოადგნოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განაცხადი ინტერესისგამოხატვის თაობაზე („განაცხადი“),თანდართული სახით[3] და შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით.

4.2. „პროექტში“ ჩაერთვება ყველა „კანდიდატი“, რომელიც წარმოადგენს სრულად შევსებულ განაცხადს და დააკმაყოფილებს მე-2 პუნქტში დადგენილ პირობებს.

4.3. განაცხადი უნდა იყოს მომზადებული ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე მომზადებულ ინტერესის გამოხატვას უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ თარგმანს.

4.4. ადმინისტრაცია არ ერევა მონაწილე „კანდიდატსა“ და მომხმარებელს შორის არსებულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში.

  1. ინტერესის გამოხატვის წარდგენა

დაბა გუდაურსა და კურორტ გოდერძიში ტურისტული ობიექტების შერჩევის მიზნით  ინტერესის გამოხატვა წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 9 მარტს 15:00-მდე, ხოლო დაბა ბაკურიანსა და დაბა მესტიაში ტურისტული ობიექტების შერჩევის მიზნით  ინტერესის გამოხატვა წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის 12 მარტს 15:00-მდე შემდეგ ელ.ფოსტაზე: a.guldedava@gnta.ge

 

[1] *რეზერვაციების საერთაშორისო ონლაინ პორტალები რომლის ვიზიტორთა რაოდენობა აღემატება 8 მილიონს.

http://wistero.com/most-popular-websites-by-category/top-20-most-popular-online-hotel-booking-sites/

[2] სასრიალო აბონემენტზე ფასდაკლების მისაღებად,  მომხარებელმა უნდა წარადგინოს სასტუმროში გათავსების საფასურის გადახდის ქვითარი, სასტუმროს მიერ გაცემული ინვოისი სახელებისა და გვარების მითითებით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შესაბამის კურორტზე არსებულ კონკრეტულ სალაროებში

[3] განაცხადს უნდა ერთვოდეს უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერა ან/და განაცხადი დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ცოცხალი ხელმოწერითა და ბეჭდით რომლიც წარმოდგენილი იქნება PDF ფორმატში)

იხილეთ ფაილი: https://drive.google.com/drive/folders/1F1KxiLaOwgDlIQc_e_Cq0SoDfdVKFm0g

 

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X