სარეგისტრაციო ფორმა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროექტი- „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“ წამოიწყო

 

თუ გაქვთ მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20 ნომრიანი) განთავსების ობიექტი, იმერეთსა თუ გურიის რეგიონებში და გსურთ დაეუფლოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს, გამოიყენეთ უნიკალური შესაძლებლობა და ჩაერთეთ „სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამა 2020“-ში.

პროექტის ფარგლებში განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა განივითარონ ცოდნა მომსახურების სფეროში,ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით- მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ-გვერდის booking.com პლატფორმი ს გამოყენებით.

პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთისა და გურიის რეგიონებში განხორციელდება.
პროექტში მონაწილეობა სრულიად უსასყიდლოა.
პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, გთავაზობთ:
პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან შექმნილ ფოტობანკს, ინდივიდუალურ კონსულტაციას ინტერიერის დიზაინზე, ინდივიდუალურ კონსულტაციას, ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ,
სასწავლო კურსს – ონლაინპლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების შესახებ.
პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.

დაინტერესების შემთხვევაში,გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/tcgaKDFPciKcAN828

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X