სარეგისტრაციო ფორმა

დაივიწყეთ ატლანტა, ჩემს ფიქრებში საქართველოა (Georgia on my mind)

 

ამ სათაურით ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტგამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს:
„2 ათას წელზე მეტია ქართველი ებრაელები საქართველოში ცხოვრობენ, მათ მიმართ ანტისემიტური განწყობა არ ყოფილა, ებრაელები ძირითადად თბილისში ცხოვრობენ.
ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე საქართველოში ებრაელები 26 საუკუნეა ცხოვრობენ. წყაროების მიხედვით, ისინი ბაბილონიდან დევნილები არიან. არქეოლოგიური კვლევების თანახმად, მცხეთასთან ახლოს, მე-3 საუკუნით დათარაღირებული ებრაელთა საფლავებია აღმოჩენილი. ებრაელ დევნილთა ტალღა საქართველოში მე-6 საუკუნეშიც გამოჩნდა. ამ პერიოდში ებრაელები ბიზანტიელთა ჩაგვრის გამო იძულებულები გახდნენ საქართველოში დასახლებულიყვნენ…“
სტატიაში ცნობილი დრამატურგი გურამ ბათიაშვილის ციტატაა მოყვანილი: „სხვა სახელმწიფოებისგან განხვავებით, ქართული ეკლესია ებრაელთა წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა. ებრაელები საქართველოში ჰარმონიულად შეეწყვნენ სოფლის ცხოვრებას. ისინი საუბრობენ ქართულად, მათ უყვართ საქართველო, ამავდროულად ინარჩუნებენ ებრაულ ტრადიციებს.“
სტატიის ავტორი ჰარი დი ვოლი აღწერს თბილისის ისტორიულ უბნებს, ქალაქის ძველ და თანამედროვე არქიტექტურას, ეროვნულ მუზეუმს, ასევე ქუთაისს, ახალციხეს, ბათუმს, ონს და სხვა ტურისტულ მიმართულებებს:
„საქართველოში ვიზიტისას არ უნდა გამოტოვოთ თვალწარმტაცი კავკასიონის ქედი, დაბა სტეფანწმინდა, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე სამების მონასტერი, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება.“
სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ქართულ კერძებს და ღვინოს.
„ღვინისა და კერძების მოყვარული მოგზაურებისათვის საქართველო ფარულად მიმზიდველია, როგორც საქართველოში ამბობენ, ეს ქვეყანა ღვინის კულტურის უძველესი სამშობლოა, 8 ათას წლოვანი მევენახეობის ტრადიციით. ღვინის მომზადების პროცესი უნიკალურია, სასმელი მიწაში მდებარე თიხის ჭურჭერში ისხმება, სადაც ფერმენტაცია წარიმართება, ამ პროცესის შედეგი კი ნამდვილად საოცარი ღვინოა.”

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X