„გაიცანი საქართველო“ შიდა ქართლი

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შიდა ქართლში პრესტური გამართა, სადაც  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდა.

პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-მდე  წარმომადგენელი კასპის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს  ეწვია.

ტურის მონაწილეებმა სოფელ ლამისყანაში ჯანბაკურ-ორბელიანის სასახლე მოინახულეს, დაათვალიერეს სხვილოს ციხე-სიმაგრე. ჟურნალისტები და ოპერატორები კასპის მუნიციპალიტეტში მერაბაშვილების საოჯახო მარანს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. პრესტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს „არტვილა გარიყულა“, ტატუნაშვილების კერამიკის სახელოსნო, ესტუმრნენ ატენის სიონს და გორის ციხეს.

მედიის წარმომადგენლები ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე  მდებარე ბატეთის ტბაზე ავიდნენ, ტბაში წითელ წიგნში შესული იშვიათი ჯიშის მცირე აზიური ამფიბია ტრიტონი ბინადრობს. ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ასევე მოინახულეს სარკინეთი, მზოვრეთის ციხე და ყინწვისის მონასტერი.

 შიდა ქართლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონია და ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ მისი პოპულარიზაციისათვის.  ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით, კერძო სექტორის ჩართულობით, შიდა ქართლში ჩამოვიყვანოთ როგორც საერთაშორისო ასევე შიდა ტურისტებს.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X