ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში

 

ლაგოდეხში, ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მოეწყო. ფესტივალში ჩიკაგოს ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზ ვოკალისტი დეტრა ფარი, ასევე, ბლუზ ბენდი & გია ძაგნიძე მონაწილეობდნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შერონ ლუისი, მოდერნ ბლუზ ბენდი და სხვა. ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში წელს მეორედ გაიმართა. ფესტივალს ადგილობრივებთან ერთად სტუმრობდნენ ტურისტებიც. წელს ბლუზის ფესტივალზე დამსწრეთა დაახლოებით 50 % უცხოელი ტურისტებისგან შედგებოდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, ფესტივალი ხელს უწყობს როგორც ქვეყნის, ასევე კახეთის და ლაგოდეხის პოპულარიზაციას.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X