ბაკურიანში ველო მარათონი გაიმართა

 

ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით ბაკურიანში სამთო ველო სპორტში შეჯიბრი მოეწყო. ტურნირში 30 პროფესიონალი ველომრბოლელი იღებდა მონაწილეობას. მარათონი დიდველის ველობილიკზე მოეწყო. ტურნირის მონაწილეებმა 2.7 კილომეტრიანი რთული რელიეფული მონაკვეთი დაფარეს. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ბაკურიანში ღონისძიების გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და სპორტის ექტრემალური სახეობის ხელშეწყობა. ველოპარკი ბაკურიანში 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო.
ველომარათონის სპონსორია: გუდაური ინნი, ალპინა და სპორტული მაღაზია ველო+
მთის კურორტების კომპანიის მონაცემებით, 2017 წლის 7 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბაკურიანს 77%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X