ბაზრების დივერსიფიცირებამ საერთაშორისო შემოსვლებში მეზობელი ქვეყნების წილის შემცირება გამოიწვია

 

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების უდიდესი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან ხორციელდება. 2015 წელს საერთაშორისო შემოსვლებში ძირითადი წილი 87.8% მეზობელ ქვეყნებს ეკავათ, მხოლოდ 12.2% მოდიოდა სხვა ქვეყნებზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი სტაბილურად ნარჩუნდებოდა 88%-იანი ნიშნულის სიახლოვეს.

2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბაზრების დივერსიფიკაციისა და რისკის შემცირების მიზნით აქტიურად დაიწყო მარკეტინგული კამპანიები 15 მიზნობრივ ბაზარზე, რასაც 2016 წელს კიდევ ოთხი მიზნობრივი ბაზარი დაემატა. აღნიშნული  ქმედებები ემსახურება, როგორც მაღალმხარჯველიანი ვიზიტორების მოზიდვას, ასევე მეზობელი ქვეყნების ვიზიტორებზე დამოკიდებულების შემცირებას, რომლის შედეგადაც, კლებამ რომელიმე მეზობელი ქვეყნიდან ნაკლები გავლენა უნდა მოახდინოს მთლიან ჯამურ მაჩვენებლებზე. მარკეტინგული კამპანიების შედეგები აისახა 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებში. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა მიზნობრივი ბაზრიდან, მათ შორის აღსანიშნავია: კატარი (+290%), ქუვეითი (+74%), ისრაელი (+56%), ყაზახეთი (+34%), ბელარუსი (+28%), ლატვია (+26%), უკრაინა (+24%), უნგრეთი (+16%) და არაბთა გაერთიანებული ემირატები (+15%). ამ ქვეყნებიდან ზრდამ დააბალანსა კლება თურქეთიდან (-8.3%), რომელიც შიდა პოლიტიკური მიზეზებით იყო გამოწვეული.

არამეზობელი ქვეყნებიდან ვიზიტორების ზრდამ 2016 წლის ცხრა თვის ჯამური მონაცემებით მათი წილი 16.9%-მდე გაზარდა, მეზობელი ქვეყნების წილი კი 83.1%-მდე დაეცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია არამეზობელი ქვეყნების მაღალი წილი 2016 წლის მესამე კვარტალში – 20.3%.

პერიოდი

2015

2016 I კვ. 2016 II კვ.  

2016 III კვ.

მეზობელი ქვეყნების წილი

87.8%

88.2% 84.2%

79.7%

სხვა ქვეყნების წილი

12.2%

11.8% 15.8%  

20.3%

სახმელეთო საზღვრებიდან შემოსულ მოგზაურებში, სადაც უდიდეს წილს მეზობელი ქვეყნების ვიზიტორები შეადგენენ, როგორც წესი სჭარბობენ ერთდღიანი და ტრანზიტის მიზნით შემოსული მოგზაურები. ამის გამო ისინი ძირითადად ხასიათდებიან ნაკლები ღამისთევებითა და მცირე დანახარჯებით. მთლიანობაში ბაზრების დიფერენცირების შედეგად მოხდება ღამისთევების რაოდენობისა და საშუალო დანახარჯების ზრდა და შესაბამისად, გაიზრდება საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X