ავიაკომპანია Ryanair -მა საქართველოს ქალაქების მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო

 

მარიამ ქვრივიშვილი_“ ავიაკომპანია Ryanair -ის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.“
„ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი ირლანდიული ავიაკომპანია Ryanair -ის შემოსვლა საქართველოში, ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ წვდომას იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელობვანია. Ryanair -ის შემოსვლა განაპირობებს ევროკავშირის კიდევ უფრო მეტი მოქალაქის საქართველოში ტურისტად მოგზაურობას, და რაც მთავარია ეს აისახება იმაზე რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოვა კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტი“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხემძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ავიაბაზარზე Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ოფიციალურ მიღებაზე.
მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირება ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო.
პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისის მიმართულებით უკვე სრულდება, ასევე, ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X