ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის მოახლოებასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადებას აგრძელებს. მესტიისა და გუდაურის შემდეგ ტრეინინგები ბაკურიანსა და ბორჯომში გაიმართა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრეინინგებში ბაკურიანისა და ბორჯომის 50-მა სასტუმრომ მიიღო მონაწილეობა. კურსის დასრულების შემდეგ 37 ობიექტის თანამშრომელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სერთიფიკატი გადასცა.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:
• სასტუმრო საქმე;
• სასტუმროს ძირითადი ტურისტული შეთავაზებები;
• სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები;
• რეცეფციის მუშაობის თავისებურებები;
• კომუნიკაცია რეცეფციასა და სასტუმროს კვების ობიექტს შორის;
• კომუნიკაცია ტურისტულ ბიზნესში: საქმიანი ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება. რეკლამა და პოპულარიზაცია;
• მომსახურების ხარისხი;
• სასტუმროს სტანდარტი;
• ტურისტთა კვების თავისებურებანი;
• მენიუს შედგენის თავისებურებები;
• რეზერვაცია, ანგარიშსწორება;
• ნომრის მომზადება სტუმრის მისაღებად;
• ინვენტარის მოვლა, აღწერა;
• სასტუმროს თანამშრომლების უფლება მოვალეობები;
• თანამსრომლების ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლინა;
• ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;