„გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე“ პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი ჩააბარეს. აქციას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი მართავს. პროექტის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის აღმოფხვრა. საქველმოქმედო აქციაში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები არიან ჩართულები.