Ministry of economy and sustainable development of Georgia and the Georgian National Tourism Administration with the World Bank group’s financial support officially noted initiation of work on the national tourism strategy. საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს

 

Conference held at Expo Georgia hall of the exhibition centre was attended by up to a hundred representatives of the governmental structures, international organisations and private sector.
At the meeting the Georgian National Tourism Administration made presentation of principal issues obtained during the strategy preparation process.

On the World Bank’s part, representative of the consultation firm Solara International spoke of the world’s experience concerning vision formation and tourism strategies. Conference participants discussed challenges before the sector and the offered “Vision 2025”.
Final document, in the form of the plan of action, will be prepared in spring 2015 and adopted by the Georgian government.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით ეროვნული ტურიზმის სტრატეგიაზე მუშაობის დაწყება ოფიციალურად აღნიშნეს.
საგამოფენო ცენტრის, ექსპო ჯორჯიას პავილიონში გამართულ კონფერენციას სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ასამდე წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტრატეგიის მზადების პროცესში მოპოვებული ძირითადი შედეგების პრეზენტაცია მოაწყო.
მსოფლიო ბანკის მხრიდან, საკონსულტაციო ფირმის Solimar International წარმომადგენელმა ხედვის ფორმულირებასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ გამოცდილებასა და ტურიზმის სტრატეგიებზე ისაუბრა. კონფერენციის მონაწილეებმა სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები და შემოთავაზებული „ხედვა 2025“ განიხილეს.
საბოლოო დოკუმენტი, სამოქმედო გეგმის სახით, 2015 წლის გაზაფხულზე მომზადდება და მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.

 

Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.

Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).

X