მედია ჯომარდის ტურნირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ტარდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩითახევთან გამართულ შეჯიბრში 120-მა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა ტელეკომპანიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები მდინარე მტკვარზე, 600-800 მეტრიან მონაკვეთზე ერთმანეთს შეეჯიბრნენ. თითოეული ჯგუფი 6 კაცისგან შედგებოდა. გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცათ.
ღონისძიების მიზანია შიდა ტურიზმის სტიმულირება და ჯომარდობის, როგორც ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაცია.