მცხეთაში „ქართული ყველის ფესტივალი–2016“ გაიმართა. ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილი იყო მცხეთა–მთიანეთის ყველა მუნიციპალიტეტი. ფესტივალი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩტარდა და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე შეეძინათ და დაეგემოვნებინათ წარმოდგენილი პროდუქცია. ფესტივალის ფარგლებში ადგილზე ტენილი ყველი და დამბალ ხაჭო მომზადდა. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ რაც შეიძლება უკეთ გაიცნოს რეგიონში წარმოებული რძის პროდუქცია და მოხდეს მათი პოპულარიზაცია.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან მცხეთა–მთიანეთის რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია და „საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდია“, ქ. მცხეთის მერია და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ფესტივალის მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.