საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 11-დან 26 მარტის ჩათვლით, აჭარაში, ფასდაკლებების კვირეულის – Discount Week-ის მეორე ეტაპი იგეგმება.

Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტი მიზნად ისახავს არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში.

ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, იხილეთ წესები და პირობები – მოწვევა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე

შესავსები ფორმა